ქეთი ქურდოვანიძე: რა გულისამაჩუყებელია ზვიად რატიანის ლექსების გაზიარება, არა? ოღონდ ეს მისი შემოქმედების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და არა – ტყვეობიდან დახსნას

“რა გულისამაჩუყებელია ზვიად რატიანის ლექსების გაზიარება, არა? ოღონდ ეს მისი შემოქმედების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და არა – ტყვეობიდან დახსნას. ამ უკანასკნელს კი ბრძოლა სჭირდება,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე.

შეგახსენებთ, რატიანი პარლამენტის მიმდებარედ 23 ივნისის ღამით დააკავეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავით მამაგეიშვილი აცხადებს, რომ რატიანმა პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რატიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ