ქეთი ქურდოვანიძე: რაც უფრო სწრაფად მოინელებს და გაიაზრებს კოლექტიური ჯანგირაშვილი თავის შეცდომებს, სააკაშვილის ხელისუფლების შეფასებას კი სამომავლოდ გადადებს, მით მალე დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს

“გუშინ ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ სააკაშვილიდროინდელი რეპრესიები განაახლესო. დღეს ევროპის სახალხო პატრიამ მოითხოვა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი -მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება პუტინის რუსული რეჟიმის მხრიდან. გამოდის, ჯანგირაშვილი ეთანხმება იმ რუსული რეჟიმის გადაწყვეტილებას, რომლის ხელისუფლებაში მოსაყვანად, შემდეგ კი გასაძლიერებლად წარსულში ძალ-ღონე არ დაიშურა.
სამწუხაროდ, ჯანგირაშვილი საკუთრ მორალურ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, სამაგიეროდ, არ ავიწყდება გამოსვლაში სააკაშვილის დადანაშაულება.
ასე რომ, რაც უფრო სწრაფად მოინელებს და გაიაზრებს კოლექტიური ჯანგირაშვილი თავის შეცდომებს, სააკაშვილის ხელისუფლების შეფასებას კი სამომავლოდ გადადებს, მით მალე დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად