ქეთი ქურდოვანიძე: ამ გამოცდის შემოტანით უნდა გადაფარონ ის “ინოვაციური” საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც საბოლოდ აასრულებს პუტინის ოცნებას და დაასამარებს ისედაც გაუბედურებულ საგანმანათლებლო სისტემას

ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე:

ქართულ ენაში რომ სახელმწიფო გამოცდა ჩატარდება, ამაში ცუდი არაფერია, საქმე ის არის, რომ ამ გამოცდის შემოტანით (რომელიც სავალდებულო არ არის და არცერთი ქართული უნივერსიტეტი ამ სერთიფიკატს არ ითხოვს) უნდა გადაფარონ ის “ინოვაციური” საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც საბოლოდ აასრულებს პუტინის ოცნებას და დაასამარებს ისედაც გაუბედურებულ საგანმანათლებლო სისტემას. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რომ მოგკლათ და მერე ჭირისუფალს თქვენი ქართულად დატირების უფლება მივცე. აი ესაა

ცნობისათვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და 1-ელ დეკემბერს დასრულდება, თავად გამოცდა კი ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ