ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქეთი ქურდოვანიძე: აი ამ ახალგაზრდებს მივმართავ. 26 ოქტომბერს სწორედ ის წყდება, რომ დედათქვენის წარმოსახვითი ბედნიერების ტყვეობიდან თავი დაიხსნათ და თავად მოიპოვოთ ბედნიერება თავისუფლებაში

ქეთი ქურდოვანიძე: აი ამ ახალგაზრდებს მივმართავ. 26 ოქტომბერს სწორედ ის წყდება, რომ დედათქვენის წარმოსახვითი ბედნიერების ტყვეობიდან თავი დაიხსნათ და თავად მოიპოვოთ ბედნიერება თავისუფლებაში
"როგორ ჩამესმის ვაკის პრესტიჟული პენტჰაუსის დუპლექსში გამართული დიალოგი დედ-შვილს შორის:
-რა გინდა, მამაშენის ბიზნესი რომ გაანადგურო? გლდანში რომ გადახვიდე საცხოვრებლად? კერძო სკოლაში რომ აღარ ისწავლო და აყროლდე საჯარო სკოლების სუნით? გეკითხები, რა გინდა? ხომ იცი, რომ ეს სისხლიანი ნაც-ოპოზიციონერები გაშინებენ, ევროპაც გვაშინებს, ამერიკაც. ვინ გაბედავს, ვინ გადაახტება ივანიშვილს თავზე, ვინ გაგვიუქმებს ვიზებს? გაიგე რა და ნუ აჰყვები იმ შენს “ნაკოლკებიან “ და საყურეებიან მაიმუნ ძმაკაცებს, იმ გოიმკებს, ცისფრად რომ იღებავენ თმებს.
აი ამ ახალგაზრდებს მივმართავ. თქვენ ხომ “მზრუნველ” დედებს არასდროს არაფერს უჯერებთ: არც იმას, რა ჭამოთ, არც იმას-რა ჩაიცვათ, არც იმას -სად ჩააბაროთ და არც იმას-ვინ გიყვარდეთ? ჰოდა-არც ეს დაუჯეროთ. 26 ოქტომბერს სწორედ ის წყდება, რომ დედათქვენის წარმოსახვითი ბედნიერების ტყვეობიდან თავი დაიხსნათ და თავად მოიპოვოთ ბედნიერება თავისუფლებაში.
აბა, თქვენ იცით, მე მჯერა თქვენი!" -  წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.