პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქეთა თოფურია წყნეთში, თეონა კონტრიძე შეკვეთილში, მიხეილ ყაველაშვილის ვაჟთან ერთად... (ფოტოები)

ქეთა თოფურია წყნეთში, თეონა კონტრიძე შეკვეთილში, მიხეილ ყაველაშვილის ვაჟთან ერთად... (ფოტოები)

მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა კუ­რორ­ტს ირ­ჩე­ვენ, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლე­ბი სამ­შობ­ლოს სა­ნა­პი­რო­ებ­სა თუ მთი­ან რე­გი­ო­ნებს სტუმ­რო­ბენ. ვნა­ხოთ, სად და რო­გორ ის­ვე­ნებ­დნენ ამ ზა­ფხულს ჩვენ­თვის ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი.

ქეთა თო­ფუ­რია: გან­მარ­ტო­ე­ბა წყნეთ­ში და ოჯა­ხუ­რი იდი­ლია

ამ ზა­ფხულს სა­ქარ­თვე­ლო ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა ქეთა თო­ფუ­რი­ამ მო­ი­ნა­ხუ­ლა. ის შვი­ლებ­თან ერ­თად წყნეთ­ში ის­ვე­ნებ­და, სა­დაც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქე­თას სა­კუ­თა­რი, დიდი და და­ცუ­ლი ვილა აქვს. მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ აქ­ტი­უ­რობ­და და დას­ვე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მხო­ლოდ ერთი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. უც­ნო­ბია, იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა მას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლე, ლევ ძენ­გო­ვი.

თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე: "ხმე­ლი სუ­ნე­ლის" დუ­ე­ტი შეკ­ვე­თილ­ში და პლა­ჟის ეტი­კე­ტი

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ნა­პი­რო­ზე, შეკ­ვე­თილ­ში ის­ვე­ნებს. ცოტა ხნის წინ ის ალ­პებ­ში მოგ­ზა­უ­რობ­და, ახლა კი შა­ვი­ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტი­დან გვი­ზი­ა­რებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს.

გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს თე­ო­ნას ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც მას­თან ერ­თად ბა­ლე­რო­ნი ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძეც ჩანს. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც შეკ­ვე­თი­ლი­დან ვრცელ­დე­ბა, თე­ო­ნა სა­კუ­თარ თავ­სა და ცის­კა­რი­ძეს ხუმ­რო­ბით "დუეტ ხმელ სუ­ნე­ლად" წარ­მო­ად­გენს და პლაჟ­ზე კვე­ბის წე­სებ­ზე სა­უბ­რობს.

"დუ­ე­ტი „ხმე­ლი სუ­ნე­ლი“ აგ­რძე­ლებს მა­უ­წყებ­ლო­ბას. მე­გობ­რე­ბო, მი­თხა­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა პლაჟ­ზე ჭამა? სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­გა­ლი­თად, ჭამა მი­ღე­ბუ­ლი არ არის. სი­მინ­დი - მაქ­სი­მუ­მი... მე პი­რა­დად კა­ტე­გო­რი­უ­ლად წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ზღვას­თან გას­ტრო-კვე­ბის. ნიკა ცის­კა­რი­ძეც ეს სა­შინ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა! სა­ზამ­თროს ქერ­ქი, ხა­ჭა­პუ­რი, სი­მინ­დის ტარო და ატ­მის კურ­კე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში არე­უ­ლი – სა­ში­ნე­ლი ნა­ზა­ვია. იქ­ნებ შე­ვი­კა­ვოთ თავი, ღვთის გუ­ლის­თვის?!"

რო­გორც ჩანს, თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე­სა და ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძეს პლაჟ­ზე უწეს­რი­გო კვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტის გან­ცდა აქვთ, რა­საც ღიად გა­მო­ხა­ტა­ვენ.

თე­ო­ნას ინ­სტაგ­რამ სთო­რებ­ში ჩანს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის ვაჟი გური ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი. "ჩემი პრინ­ცი წა­ვი­და", - წერს თე­ო­ნა ერთ-ერთ ფო­ტო­ზე და გური ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

გური ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნია. AMBEBI.GE ჯერ კი­დევ მისი მა­მის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბამ­დე წერ­და, რომ გუ­რის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მო­დე­ლი ლი­კუ­ნა სტუ­რუა გახ­ლდათ. წყვი­ლი ისევ ერ­თად არის და, რო­გორც ჩანს, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა აქ­ტი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა. ერთი კვი­რის წინ ლი­კუ­ნამ და­ბა­დე­ბის დღე გრან­დი­ო­ზუ­ლად აღ­ნიშ­ნა და გუ­რის­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.