არქივი25 ივლისი, 2024, 13:54
ქედის მუნიციპალიტეტში სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა, დაიღუპა ერთი ადამიანი
ქედის მუნიციპალიტეტში ერთმანეთს შეეჯახა ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი. ავარიის დროს დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მგზავრი, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.
ავტობუსი ბათუმი-ხულოს რეისზე მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. ამ მუხლით ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება ადამიანი, რომლის მიზეზითაც ავარიის დროს ადამიანი დაიღუპება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.