არქივი29 მაისი, 2026, 16:20
ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს

ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლის სამძებრო სამუშაოებიც მიმდინარეობდა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.