ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქედაში სახლი ჩამოინგრა – არიან დაშავებულები

ქედაში სახლი ჩამოინგრა – არიან დაშავებულები

სოფელ დოხოძეებში მეწყერმა ვარშანიძეების საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ღამის საათებში განვითარებული მეწყერის დროს სახლში 8 წევრი იმყოფებოდა, მათ სახლიდან გამოსვლა მოახერხეს. ორი მათგანი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მრავალწევრიან ოჯახს აქვს გეოლოგების დასკვნა. ის მერიის მიერ ქირითაა გაყვანილი. გარდა ამისა, უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები. სოფელ კოლოტაურში მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. ასევე მდინარე აკავრეთას ადიდების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.