არქივი24 ივნისი 2024, 22:42
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოლოგანთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
სამართალდამცავებმა ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.