ქაშუეთის ტაძართან შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმში დაღუპული ბავშვების ხსოვნას

ქაშუეთის ტაძართან შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ორი ბავშვის ხსოვნას.
მოქალაქეებმა ქაშუეთის ტაძართან ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად ყვავილებიც მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
ცნობისთვის, გუშინ ბათუმში, უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური: წინა ხელისუფლებისთვის ომის დაწყების დაბრალება ძალიან დიდი ტვირთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სააკაშვილს კი არა, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ ომის დაწყებას (ვიდეო)