ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქარტია: ვგმობთ ქორიძეზე ჯგუფურ თავდასხმას, შსს-ს დამნაშავეების დასჯისკენ მოვუწოდებთ

ქარტია: ვგმობთ ქორიძეზე ჯგუფურ თავდასხმას, შსს-ს დამნაშავეების დასჯისკენ მოვუწოდებთ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ქარტიის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე ჯგუფურ თავდასხმას.

ქარტია შსს-ს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებს.
გვიან ღამით ბათუმში, სასატუმრო შერატონში თავს დაესხნენ ჟურნალისტსა და მედიაექსპერტს, ზვიად ქორიძეს. ქორიძე ჰყვება, რომ თავდამსხმელები მასაც ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გიორგი მანველიძემ კი ქილა ესროლა.
მისი ქორიძის თქმით, თავს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიტო სამხარაძე სხვა პირებთან ერთად დაესხათ.
სასტუმროში ასევე თავს დაესხნენ გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას. ექიმის თქმით, მას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.