ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდას, დაახლოებით, 50 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა

ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდას, დაახლოებით, 50 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა

ქარიშხალმა “მილტონმა”, რომლის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იძულებული გახდა ევროპაში ვიზიტი გაეუქმებინა, დაახლოებით, 50 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მესამე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ფლორიდას სამი თვის განმავლობაში დაატყდა თავს.„ექსპერტების შეფასებით, და ეს არის წინასწარი შეფასებით, მხოლოდ ქარიშხალმა „მილტონმა“, დაახლოებით. 50 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი გამოიწვია”, - აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, „მილტონის“ გამო 3 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მაგრამ ელექტროგადამცემი ხაზის 50 ათასი სპეციალისტის წყალობით, რომლებიც ფლორიდაში აშშ-ის 43 შტატიდან და კანადიდან ჩავიდნენ, 1 მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. ჯო ბაიდენის თქმით, არმიის კორპუსი და ფლორიდის ეროვნული გვარდია ადგილზე არიან და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, მათ შორის გზების გახსნაში, მონაწილეობენ, რათა მოხდეს საკვების, წყლის და სამაშველო აღჭურვილობის მიწოდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.