ქარიშხალი „მილტონი“ სადაზღვევო ინდუსტრიას შესაძლოა $50 მილიარდამდე დაუჯდეს - Fitch

აშშ-ში ქარიშხალი „მილტონი“ სადაზღვევო ინდუსტრიას შეიძლება 50 მილიარდ დოლარამდე დაუჯდეს, მაგრამ შესაძლებელი იყო ბევრად უარესი შედეგები დამდგარიყო, - ამის შესახებ ინფორმაციას Fitch Ratings-მა გამოქვეყნებულ ანგარიშში გაავრცელა.
„ფლორიდის შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს და დაახლოებით 30-დან 50 მილიარდ დოლარამდე სადაზღვევო ზარალი დატოვა. ეს ზარალი ყველაზე მაღალია 2022 წლის ქარიშხალ „იანას“ შემდეგ, რომელმაც 60 მილიარდი დოლარის სადაზღვევო ზარალი გამოიწვია“, - აცხადებენ Fitch Ratings-ის ანალიტიკოსები.
ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ სულ მცირე 10 ადამიანი შეადგინა და დატოვა მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.