ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქარის ელექტროსადგურების გამომუშავება 38,8%-ით შემცირდა

2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 1.1%-ით შემცირდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია საუბარი.
ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება, წლიურ ჭრილში 8,1%-ით გაიზარდა, ხოლო ქარის ელექტროსადგურების გამომუშავება, მნიშვნელოვნად, 38,8%-ით შემცირდა.
კვლევის მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში, ელექტროენერგიის გამომუშავებამ 1,525 გვტ.სთ შეადგინა.
წელს ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 13.6%-ით და 1,252 გვტ.სთ შეადგინა. საცალო სექტორის მოხმარების წლიურმა ზრდამ 12,9% შეადგინა, ხოლო მსხვილი მოხმარების შემთხვევაში ზრდა 21,8%-ია.
საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 5.71 აშშ ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 9%-იანი ზრდაა.
მასთან, ივლისში საქართველოს წმინდა ექსპორტმა 220 გვტ. სთ ელექტროენერგია შეადგინა. ხოლო ძირითად ბაზარს კვლავ თურქეთი წარმოადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.