“ქართულ ოცნებას” განზრახული აქვს რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღება მომავალი სამი დღის განმავლობაში“ – განცხადება

„გირჩი მეტი თავისუფლებისა” და „დროას” ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია:
„28 აპრილს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ერთიანი, მრავალფეროვანი, თავისუფალი, მტკიცე ქართული საზოგადოება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური გზის უმთავრესი გარანტია.
ქართველი ერის უპრეცედენტო ერთობასა და დემოკრატიულ წინააღმდეგობას, გუშინ, შეშინებულმა რუსმა ოლიგარქმა დაუპირისპირა ღია და ცხადი რუსული გზავნილი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის, ევროპული მომავლის გაუქმების, სახელმწიფოს საბოლოოდ მიტაცების, ძალადობისა შურისძიების შესახებ. ივანიშვილის გუშინდელი განაცხადით საბოლოოდ დასრულდა მისი ორმაგი თამაში, რომლის ამოცანაც რუსული პოლიტიკის ევროპული დღის წესრიგით შენიღბვა იყო.
ამ რუსული განაცხადის ფონზე პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე წინააღმდეგობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. “ქართულ ოცნებას” განზრახული აქვს რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღება მომავალი სამი დღის განმავლობაში. შესაბამისად, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრული მობილიზაცია, როგორც დღეს, ისე შემდეგი ორი დღის განმავლობაში, რათა რუსული კანონის კენჭისყრას დავუპირისპიროთ ერთიანი სამოქალაქო წინააღმდეგობა.
საქართველო ევროპული სახელმწიფოა და აღარასდროს იქნება რუსეთის უკანა ეზო.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს!
შევხვდებით დღეს, 19:00-ზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან“

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა