ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართულ ბაზარზე თურქეთის უმსხვილესი ჯანდაცვის ჯგუფი შემოვიდა

თურქულმა ჯანდაცვის ჯგუფმა Medicana Health Group-მა თბილისში წარმომადგენლობა გახსნა. ამ ფაქტს თურქული მედია Medimagazin-ი წერს.
ოფისში შესაძლებელი იქნება კონსულტაციების მიღება სხვადასხვა დაავადების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით.
ოფისის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, თავად Medicana-ს სამედიცინო დირექტორმა, Medicana-ში მომუშავე ექიმებმა და საქართველოს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა.
ოფისის გახსნისას Medicana-ს სამედიცინო დირექტორმა ნეჯიპ ქოზალიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ისტორიული და კულტურული კავშირების გარდა, თურქულ მხარეს სურს გააფართოოს ეს ურთიერთობები ჯანდაცვის სფეროში და უფრო მსხვილი პროექტები განახორციელოს.
მისი თქმით, საქართველოდან თურქეთში სამედიცინო სერვისების მიღებაზე უდიდესი მოთხოვნაა. ამიტომ, „მედიკანას,“ როგორც ჯანდაცვის ჯგუფს, სურს პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სერვისი შესთავაზოს.
Medicana Health Group-ი 15 საავადმყოფოს აერთიანებს და 12 ათასამდე თანამშრომელს ითვლის. მისი ჰოსპიტლები მდებარეობს სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და თურქეთის სხვა ქალაქებში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.