ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ქართულო კოშმარო” გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ადამიანის დამტვრეული ძვლები?” – მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდს მიმართავს, მიმართვისას, იგი, ევროპელი პოლიტიკოსების ბოლო დროს გაჟღერებულ სახელს “ქართულ კოშმარს” იყენებს და ამბობს:
“მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის წინ გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე თქვენს მიერ ადამიანის დამტვრეული ძვლები, აი ეს არის ავტოკრატიის და თქვენი ნამდვილი სახე. ბოლო დღეებია სამართალდამცავებისა და მოძალადეების მიერ ხდება პოლიტიკური ლიდერების, ოპონენტების, აქციის მონაწილეების უმოწყალო ცემა და არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული, არც ერთი მოძალადე არ არის დასჯილი. ამ დროს პოლიციამ და მოძალადე ხელისუფლებამ მოიცალა და დააკავა ადამიანები, რომლებმაც თურმე პარლამენტის ირგვლივ რკინის ჯებირი დააზიანეს. გეკითხებით, პარლამენტის ღობის რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე ადამიანი და მისი უსაფრთხოება? კარგად დაფიქრდით ვინ გამოდიხართ და რას ემსახურებით ამის შემდეგ?”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.