„ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ: დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება

„ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ: დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება
დღეს იმართება იმ პარტიის მე-9 ყრილობა, რომელმაც მისი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო ეროვნული და გარე ძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა, რაც თავის მხრივ, მშვიდობის, ქვეყნის განვითარების, გაერთიანების, მისი შემდგომი შეუქცევადი განვითარების ურყევი საფუძველია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ, ქართველ ხალხთან ერთად, დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მიაღწია, როდესაც საქართველოსა და მისი მოქალაქეების შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება.
„„ქართულმა ოცნებამ“, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხთან ერთად, მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ: დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და ამავდროულად, ჩვენ პირველები ვართ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ტემპითაც.
კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ერთ ოჯახად შეკრულ გუნდს, ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს საკუთარი სამშობლოსა და მისი განვითარებისთვის ბრძოლის ამ პრინციპულ გზაზე,“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
Previous: გვჯერა, რომ მშვიდობით, პრინციპულობით, სიყვარულითა და მოთმინებით, აუცილებლად აღვადგენთ ნდობას და ნდობასთან ერთად, ერთიანობას და ამით, ავასრულებთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ, ქართულ ოცნებას ერთიან საქართველოზე

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები