ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნები მოიგო. ოპოზიციამ რომ გაიმარჯვა ეს ფაქტი არ არის – ნიკა ობოლაძე

„ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნები მოიგო. ოპოზიციამ რომ გაიმარჯვა ეს ფაქტი არ არის – ნიკა ობოლაძე

„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ „ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირდაპირი ეთერი” 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ ყველაფრის მიუხედავად მოიგო და ის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, “ეს ფაქტი არ არის”.
„ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი და არ უნდა ვთქვათ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არ არსებობენ, ან ორგანიზებულები არ არიან. გადამწყვეტად ჩვენ არ მოგვიგია ეს არჩევნები, ამის შემდეგ ჩვენ წავედით ბოიკოტში…… კარგი არჩევნები, რაც ახლა ჩატარდა, 2025 წლის თვითმმართველობის, არც ახლა იყო, მაგრამ “ოცნებამ” მოიგო. გაყალბდა, მაგრამ მოიგო. ამაზე ბევრად 2024-ის გაყალბდა გასაგებია, იმიტომ, რომ ახლა არ დასჭირდათ, მაგრამ ზოგადად, ოპოზიციამ რომ გაიმარჯვა ეს ფაქტი არ არის”, – განაცხადა ობოლაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.