არქივი11 აგვისტო, 2025, 17:40
„ქართულმა ოცნებამ“ ახალციხის მერობის კანდიდატად „იმედის“ ჟურნალისტი, ვარლამ წიკლაური წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ ახალციხის მერობის კანდიდატად „იმედის“ ჟურნალისტი, ვარლამ წიკლაური წარადგინა.
63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია, წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. დღეს, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით - 63 მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა კობახიძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.