ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის პროექტი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა.
პროექტით, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამოცდაათამდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს. გარდა ამისა, 1/6-ით შემცირდება სასჯელის ზომა დაახლოებით 225 მუხლის შემთხვევაში.
დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „დაბალანსებული ამნისტიის პროექტი“ წარადგინა. ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
„ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით“, — განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ამნისტიის პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე და პროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში.
კანონპროექტი სრულად

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.