ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა, ამიტომაც იმსახურებს იგი თითოეული ჩვენი მოქალაქის განსაკუთრებულ სიყვარულს, ნდობასა და პატივისცემას

ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა, ამიტომაც იმსახურებს იგი თითოეული ჩვენი მოქალაქის განსაკუთრებულ სიყვარულს, ნდობასა და პატივისცემას
„ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა, ამიტომაც იმსახურებს იგი თითოეული ჩვენი მოქალაქის განსაკუთრებულ სიყვარულს, ნდობასა და პატივისცემას“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თავდაცვის ძალებმა საკუთარი ისტორია გმირობითა და სისხლით დაწერა. მისი განმარტებით, ქართული ჯარისადმი საყოველთაო ნდობა და სიყვარული სამხედროების გმირული თავდადებით არის მოპოვებული. „ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნეობას“, – განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარის დღე მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს და განაცხადა, რომ მათ ყველგან და ყოველთვის, სადაც უბრძოლიათ, საუკეთესოდ წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა და მისი გაუტეხელი ბუნება.
თავდაცვის ძალების 34 წლის იუბილე სამხედროებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია