ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული ჩაის ჩხირის მწარმოებელი კომპანია მთლიან აქტივს აუქციონზე ფასდაკლებით ყიდის

ქართული ჩაის ჩხირის მწარმოებელი კომპანია „ამრიტი“ (შპს მილენიალსი) მთლიან აქტივს ყიდის. ელექტრონულ აუქციონზე ქონება განახევრებულ ფასად, 90 168 ლარად იყიდება.
ჩაის შესაფუთი დანადგარი Tea Bag Packaging Machine DXD500KB (ერთი ერთეული);
ჰაერის კომპრესორი (ერთი ერთეული);
მაგიდა (ერთი ერთეული);
დასაკეცი სკამი (ერთი ერთეული);
წყლის ელ.გამაცხელებელი (ერთი ერთეული);
მტვერსასრუტი KARCHER WD2 (ერთი ერთეული);
შესაწებებელი აპარატი (ერთი ერთეული);

ჩაი (შავი) - 368 კგ;
ჩაი (მწვანე) - 44 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი) - 195 კგ;
შესაფუთი ფოლგა (მწვანე) - 95 კგ:
შესაფუთი ფოლგა (შავი ბერგამოტით) - 98 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი ვარდით) - 95 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი მოცვით დალიმნით) - 92 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი კარკადე ფორთოხლით) - 94 კგ;
შესაფუთი პოლიპროპილენი (შავი) - 135 კგ;
შესაფუთი პოლიპროპილენი (მწვანე) - 125 კგ;
შესაფუთი პოლიპროპილენი 100 ცალიანი - 400 კგ.
„ვინაიდან მყიდველს გადაეცემა გამყიდველის მთელი აქტივი, ზემოაღნიშნული ჩამონათვალის გარდა, მყიდველს გადაეცემა გამყიდველთან არსებული დოკუმენტაცია და იმ მომსახურებებზე უფლებები, მათ შორის - ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებები, რომლებსაც იყენებს აღნიშნული პლატფორმა (ჰოსტინგის მომსახურება და ა.შ.) ან გამოყენებულია მისი შექმნისას“, - ნათქვამია აღწერილობაში.
აუქციონი 20 თებერვალს დასრულდება.
შპს „მილენიალსი“ 2016 წელს დაარსდა. პროექტის საპარტნიორო ფონდ „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსებით განხორციელდა. ის არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც შეიმუშავა ჩაი ახალტექნოლოგიური ჩხირების შეფუთვაში - ჩაი ამრიტი. კომპანიის კუთვნილი დანადგარებით შესაძლებელია ჩაის ჩხირების (Tea Stick) წარმოება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.