ქართული ღვინო ძვირადღირებული ღვინოების ტოპ-10-შია

ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე 69.8 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists - AAWE) მიერ შედგენილ რეიტინგში წერია. კვლევა 2023 წლის მონაცემებს ასახავს.
მსოფლიოს მთავარი ღვინის ექსპორტიორების მიერ, ღვინის ექსპორტის ფასი ერთ სულ მოსახლეზე 2023 წლის მონაცემებით ასე გამოიყურება:
· ახალი ზელანდია - 253 დოლარი;
· საფრანგეთი - 188 დოლარი;
· იტალია - 142 დოლარი;
· სინგაპური - 108 დოლარი;
· პორტუგალია - 96 დოლარი;
· ლატვია - 91 დოლარი;
· ლიეტუვა - 87 დოლარი;
· ჩილე - 77 დოლარი;
· საქართველო - 69 დოლარი;
· ესპანეთი - 66 დოლარი.
bpn.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.