ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული ღვინო ყველაზე ძვირად იაპონიაში იყიდება, ყველაზე იაფად კი პოლონეთში - რეიტინგი

2024 წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ოფიციალური ინფორმაციით, საექსპორტო შემოსავალმა 156.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტია. მთლიანად ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 54.4 ათას ტონა იყო.
TBC Capital-ის ინფორმაციით, მიღებული შემოსავლის მიხედვით, მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთის ფედერაცია რჩება, რომელზედაც ექსპორტის 71% მოდის. რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება ჯამში 111.2 მილიონ დოლარს შეადგენდა, მოცულობა კი 40.8 ათასი ტონა იყო. მეორე ადგილზე პოლონეთია ($7.8 მლნ, 3 177 ტონა), მესამეზე კი უკრაინა ($6 მლნ, 2 209 ტონა).
TBC Capital-ის თანახმად, რაც 2023 წლის საექსპორტო ფასებს ეფუძნება, საქართველოდან ღვინო ყველაზე ძვირად იაპონიის ბაზარზე იყიდება, რაც 7.1 დოლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე იაფი ღვინო ექსპორტზე პოლონეთში გადის, სადაც საშუალო საექსპორტო ფასი 2.5 დოლარია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.