ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში გაიმართა

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში გაიმართა.
საქართველოს მეღვინეობის კულტურის, ისტორიის, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია „Red Bridge“-ის დირექტორმა, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ გამართა. მანვე სტუმრებს 8 ქართული ღვინო წარუდგინა საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან. ღონისძიებას სომელიეები, იმპორტიორები, ბაიერები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, ჯამში 100-მდე სტუმარი დაესწრო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპორტო ქალაქი ფუკუოკა, იაპონიის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ცენტრად ითვლება. აღნიშნულ ქალაქში განხორციელებული მარკეტინგული აქტიობები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდისთვის როგორც ფუკუოკას პრეფექტურაში, ისე, ზოგადად, იაპონიის ღვინის ბაზარზე.
მარკეტინგულ კომპანიასთან „Red Bridge“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. მისი საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.