ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული ქვევრის ღვინო მსოფლიოში საუკეთესო ღვინოების ათეულშია

ქართული ქვევრის ღვინო მსოფლიოში საუკეთესო ღვინოების ათეულშია

ქართული ქვევრის ღვინო მსოფლიოში საუკეთესო ღვინოების ათეულშია. Tasteatlas რეიტინგის მიხედვით, ქართულმა ქვევრის ღვინომ 5-დან 4.6 ქულა მიიღო და საუკეთესო ღვინოებს შორის მეათე ადგილი დაიკავა.
ქართულ ქვევრის ღვინოსთან ერთად, საუკეთესო ღვინოებს შორისაა იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული და ბერძნული ღვინოებიც. საუკეთესო ათეული ასე გამოყურება:
· Brunello di Montalcino (იტალია);
· Baga (პორტუგალია);
· Barolo (იტალია);
· Vintage Port (პორტუგალია);
· Rías Baixas (ესპანეთი);
· Châteauneuf-du-Pape (საფრანგეთი);
· Vouvray (საფრანგეთი);
· Vinsanto (საბერძნეთი);
· Naousa (საბერძნეთი);
· ქართული ქვევრის ღვინო.
„ქართული ქვევრის ღვინო უძველესი მეთოდით იწარმოება, რომლის დროსაც დაწურულ ყურძენს ქვევრებში ასხამენ. ქვევრები ილუქება და მიწის ქვეშ ან მარანში ინახება. როგორც წესი, ღვინო ხუთიდან ექვს თვემდე დუღილის პროცესშია.
ღვინის დაყენების ეს მეთოდი, რომელიც რვა ათას წელზე მეტია არსებობს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული“, - აღნიშნულია Tasteatlas-ის აღწერაში.
წყარო: bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.