ქართული სახელმწიფო, ბრიუსელშიც და მიუნხენშიც, ორივე ლოკაციაზე წარმოდგენილია ისე, როგორც უნდა იყოს წარმოდგენილი

ქართული სახელმწიფო, ბრიუსელშიც და მიუნხენშიც, ორივე ლოკაციაზე წარმოდგენილია ისე, როგორც უნდა იყოს წარმოდგენილი
„ქართული სახელმწიფო შანსს და შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ მაღალი ტრიბუნიდან, საერთაშორისო პლატფორმიდან გააჟღეროს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ის პოლიტიკური უმეცრება, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი, ამ და სხვა პოლიტიკურ საკითხებში იჩენს, რეალურად ეს მათი განაჩენია.
„ქართული სახელმწიფო, ბრიუსელშიც და მიუნხენშიც, ორივე ლოკაციაზე წარმოდგენილია ისე, როგორც უნდა იყოს წარმოდგენილი. ნამდვილად, ვერ დავეთანხმები ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს, რომ ამ პროცესში რაიმე საქილიკოა.
დიახ, ბრიუსელი, რომელიც აირჩია ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სწორი და ზუსტი არჩევანია იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფოს დღის წესრიგში ახლა ეს გამოწვევებია, მოლოდინებია და ეს დაკვეთაა საზოგადოებისგან.
დიახ, სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურად ფეხს უბამს იმ საჭიროებებს, რომელიც ამ წუთას ქართულ სახელმწიფოს აქვს. ქართული სახელმწიფო შანსს და შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ მაღალი ტრიბუნიდან, საერთაშორისო პლატფორმიდან გააჟღეროს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. როგორიც არის: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა და ჩვენი სახელმწიფოს ამბიცია. ჩვენ მიუნხენში ვიქნებით წარმოდგენილი თუ ბრიუსელში, ამით საქმე არ ფუჭდება. მთავარი არის ის, რომ ღირსეულად წარმოვადგენთ ქართულ სახელმწიფოს და ამით ქართული სახელმწიფო არაფერს კარგავს. ის პოლიტიკური უმეცრება, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი, ამ და სხვა პოლიტიკურ საკითხებში იჩენს, რეალურად ეს მათი განაჩენია და უნდა შევეგუოთ ამას იმიტომ, რომ ჩვენ სხვა პოლიტიკური მოცემულობის ოპოზიციური სპექტრი არ გვყავს“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.
Previous: გელა მთივლიშვილის სტატიაზე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით – თავის დროზე რაღაც დოკუმენტი შექმნეს, რომელიც შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით აღმოჩნდა, რომ იყო ცალსახა ტყუილი, სპეკულაცია “ნაცების” სასარგებლოდ

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ქადაგიძე: რეგიონებში დავიწყეთ “ხალხის ძალის” ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა და პარტიული აპარატი

მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე – ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს