ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული სანელებლების კომპანია Waime Spices-ი კრაკოვში მაღაზიას ხსნის

ქართული სანელებლების კომპანია Waime Spices-ი კრაკოვში მაღაზიას ხსნის

მისი თქმით, მაღაზია პოლონეთში აგვისტო-სექტემბრის პერიოდში უნდა გაიხსნას, სადაც სანელებლების სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი. ამასთან, სივრცეში მიკრო საწარმოც იქნება, რომელიც ლოგისტიკურ პროცესებს გაამარტივებს.
რაც შეეხება მაღაზიის გახსნისთვის საჭირო ინვესტიციას, კომპანიის დამფუძნებელი ამ ეტაპზე კონკრეტული თანხის დასახელებისგან თავს იკავებს.
„მაღაზია აგვისტო-სექტემბრის პერიოდში დაგვემატება. 100%-ით გადაწყვეტილი ამბავია. კრაკოვის ფილიალში წარმოდგენილი იქნება ჩვენი სრული პროდუქცია. სივრცეში ასევე მიკრო საწარმო მოეწყობა, რაც ლოგისტიკის კუთხით საქმეს გაგვიმარტივებს”, - ამბობს გოგია.
მისი თქმით, უნგრეთში ონლაინ მაღაზიის გახსნას გეგმავდნენ, თუმცა ამ ეტაპზე პროექტი მაღალი იმპორტის ხარჯების გამო დაპაუზებულია. კრაკოვში ფილიალის ამოქმედება კი ხელი შეუწყობს როგორც მიწოდების ჯაჭვის გამარტივებას, ასევე ევროკავშირის ბაზარზე პოზიციის გამყარებას.
„უნგრეთში გეგმები დროებით შევაჩერეთ, მაგრამ კრაკოვის ფილიალი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონის ლოგისტიკას და საშუალებას მოგვცემს, უნგრეთშიც უზრუნველვყოთ მიწოდება. ამ ობიექტში დაახლოებით ოთხი ადამიანი დასაქმდება“, - დასძინა გოგიამ.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კომპანია ახალ ობიექტს ეძებს, თუმცა სიახლე ამ მიმართულებით ჯერ არ არის. კომპანია მხოლოდ "ბაზარი ორბელიანზეა" წარმოდგენილი, რომელიც გოგიას აღნიშვნით სულ უფრო ვითარდება.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.