ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული რაგბის შესახებ ბრიტანული გამოცემა “Rugby magazine Uk” ვრცელ სტატიას მოამზადებს

ქართული რაგბის შესახებ ბრიტანული გამოცემა “Rugby magazine Uk” ვრცელ სტატიას მოამზადებს
ქართული რაგბის შესახებ ბრიტანული გამოცემა “Rugby magazine Uk” ვრცელ სტატიას მოამზადებს.
გამოცემის ჟურნალისტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფებიან. ცნობილი ბრიტანული გამოცემის წარმომადგენლები საქართველო- ესპანეთის თამაშს დაესწრნენ. გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, კულტურას. ვრცელი სტატია კი ქართული რაგბისა და საქართველოს შესახებ “Rugby Magazine Uk”-ში დაიბეჭდება.
“ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ რაგბის ჟურნალს დიდი ბრიტანეთიდან. ჩამოვედით რათა თავიდან აღმოვავინოთ ქართული რაგბი და ასევე ქვეყანა. ოთხი დღეა ვიმყოფები თბილისში. დავათვალიერეთ ქალაქი, ვუყურეთ ქართულ რაგბს, გავესაუბრეთ ხალხს რაგბის ფედერაციაში და თავიდან აღმოვაჩინეთ ქვეყანა. მე არ ვიცოდი რა დამხვდებოდა საქათველოში და აღრფთოვენებული ვარ ქვეყნით და მოხიბლულო ვარ ძალიან მოტივირებული ხალხით. ამიტომაც უყვართ საქართველოში რაგბი. ძალიან სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხი ხართ. მოხარული ვარ რომგავეცანი თქვენს კულტურას, ძალიან საინტერესო გეოგრაფიული ადგილმდებარეობა გაქვთ და ყველა ძალიან სტუმართმოყვარეები ხართ. – განაცხადა ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა ჯაიმს პრისმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.