„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი – ვხედავთ, რომ აქტივობა არის დიდი და მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მოქალაქეს

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა დავით ერემეიშვილმა ხმა #64-ე უბანზე მისცა. მისი თქმით, არჩევანი უკეთესი მომავლის სასარგებლოდ გააკეთა. როგორც დავით ერემეიშვილმა განაცხადა, არჩევნებზე აქტივობა დიდია და მადლობა გადაუხადა, მოქალაქეებს, რომელთაც თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.
„არჩევანი გავაკეთე ჩემს შვილებთან ერთად, ჩვენი ხვალინდელი ქუთაისისათვის, უკეთესი მომავლისათვის. ვხედავთ, რომ აქტივობა არის დიდი და მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მოქალაქეს. მოვუწოდებ მათაც, ვისაც ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, მივიდნენ და გააკეთონ თავის არჩევანი უკეთესი ქუთაისისათვის. რა დაკვეთაც იყო ჩვენი თანამოქალაქეებისგან ისეთ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები, მშვიდ და წყნარ გარემოში, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება გააკეთოს თავისი არჩევანი დამოუკიდებელ პირობებში“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო