ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატ - ცოტნე ანანიძესთან ერთად, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე ციხისძირსა და კვირიკეში ე.წ „ფაბრიკების დასახლებაში“ მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.