არქივი3 აპრილი, 2025, 10:39
ქართული ოცნების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა

ქართული ოცნების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა.
ამ დრომდე, ის რეჟიმის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.
2 აპრილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა.
საგამოძიებო სამსახუროში ფორმულას განუცხადეს, რომ რამიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.