ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ ინფორმაციაზე - მიზანმიმართულად ხელისშემშლელ და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე

„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის განცხადებით, „სტუდია მონიტორის“ მიერ მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მოხედვითაც, „ფეისბუქის“ ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის მხარდასაჭერ პოსტებში 4700-დან 6400-დოლარამდე დახარჯა“.
„კომუნიკაციების სამსახური ადასტურებს, რომ მართლაც იხარჯება პარტიის ბიუჯეტიდან თანხები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ოფიციალური გვერდის დაბუსტვაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სიმართლე, მათ შორის ის, რომ კანონპროექტის “რუსულობის” შესახებ აქამდე ერთმა ადამიანმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი. შესაბამისად, ხსენებული თანხები იხარჯება საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისათვის რადიკალური ჯგუფების მიერ ნაწარმოები მდაბიო და ცრუ კამპანიების საწინააღმდეგოდ.
„მეტას” კონტრაქტორი “ფაქტ ჩეკის” მიზანმიმართულად ხელისშემშლელ და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „სტუდია მონიტორი“ წერს, რომ „ფეისბუქის“ ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „რუსული კანონის მხარდასაჭერ პოსტებში 4 700-დან 6 400-დოლარამდე დახარჯა“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.