"ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია

"ქართული ოცნების" სია ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა, რომლის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.
სიაში, ასევე მოხვდნენ პარტიის ლიდერები, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი კობახიძე. ასევე, სიაში დასახელდა ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სპორტსმენი.
მმართველი პარტიის სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება:
· ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე;
· ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი;
· ირაკლი ღარიბაშვილი - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი;
· შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე;
· მამუკა მდინარაძე - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი;
· თეა წულუკიანი - კულტურის მინისტრი;
· ლაშა ტალახაძე - ძალოსანი;
· ვახტანგ თურნავა - ბიზნესმენი;
· მაკა ბოჭორიშვილი - პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
· გენო პეტრიაშვილი - მოჭიდავე;
· სოზარ სუბარი - "ხალხის ძალის" დეპუტატი;
· მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
· ანრი ოხანაშვილი - პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე;
· ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
· ეკა ჭიჭინაძე - ;
· შოთა ბერეკაშვილი;
· ლევან მახაშვილი;
· მიხეილ ყაველაშვილი - "ხალხის ძალის" დეპუტატი;
· გიორგი გაბუნია;
· ლიკა შარტავა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.