ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში მოქმედ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში მოქმედ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად რაიონში მოქმედ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ბიზნესის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
„მათვე ერთხმად აღნიშნეს, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს და მას განვითარებისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი და რადგან „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელმაც საქართველოს ყველაზე ხანგრძლივად შეუნარჩუნა მშვიდობა, ამიტომ სწორედ მმართველ გუნდს უნდა ჰქონდეს მოსახლეობის მხარდაჭერა 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რათა ვერავინ მოახერხოს ქვეყნის ომში ჩათრევა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე და სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.