ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას.
„აღინიშნა, რომ მშვიდობის შენარჩუნება მმართველი გუნდის მონაპოვარია და შესაბამისად, იმისათვის, რომ გაგრძელდეს მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში ქვეყნის წინსვლა და განვითარება, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეებმა სწორედ „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცენ ხმა.
შეხვედრას სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე ესწრებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.