„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ანზორ ბოლქვაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ქედის დელეგატ – მამუკა თურმანიძესთან ერთად სოფლების: ოტოლაძეების, ტაკიძეების, დანდალოსა და გოგიაშვილების მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების” ინფორმაციით, ანზორ ბოლქვაძე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს. ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც „ქართული ოცნების“ გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.
„ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა სახელისუფლებო გუნდის მიერ ქედის სოფლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე