არქივი10 სექტემბერი, 2024, 20:23
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დასახელდა.
შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც პარტიის 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენენ.
როგორც ცნობილია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.