ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრება“ დასრულდა

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა.
მიმართვისას მათი მთავარი გზავნილები იყო საქართველოს ევროპული მომავალი, “მამული, ენა სარწმუნეობა”, “ღირსებით ევროპისკენ”.
მმართველი გუნდის ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების შეკრება 18:00 საათიდან დაიწყო.
დღევანდელ შეკრებას უერთდებოდნენ “ქარათული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც “ფილარმონიიდან” საკონანმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.