„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოსთვის მოიპოვა კანდიდატის სტატუსი, ღრმად გვწამს, არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან

„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოსთვის მოიპოვა კანდიდატის სტატუსი, ღრმად გვწამს, არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე ჩვენ არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
კითხვაზე, თუ რა დონეზეა დიალოგი ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანების თაობაზე და როგორია შემდეგი ეტაპი ამ მხრივ საქართველოსთვის, პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გარკვეული გამოწვევებია დიალოგის თვალსაზრისით.
„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ ვდგავართ გარკვეული გამოწვევების წინაშე დიალოგის თვალსაზრისით. თუმცა, ზოგადად, თუ შევაჯამებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგებს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ წარმატებით გადადგა ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციისკენ.
ჯერ კიდევ 2014 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ ასევე ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ შეთანხმებას. ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩვენ ასევე მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოსთვის მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე ჩვენ არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ევრონიუსის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით