"ქართული ოცნების" კომუნიკაციების სამსახურის მედია პლატფორმა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" რეგიონებში შეხვედრებს მართავს და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ აგიტაციას ეწევა
კერძოდ, ქართული ოცნების" კომუნიკაციების სამსახურის მედია პლატფორმის ინფორმაციით, არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა" რეგიონებში შეხვედრებს მართავს და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ აგიტაციას ეწევა.
"სინამდვილეში, ეს წინასაარჩევნო აგიტაციაა, რაც არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ ნეიტრალურობის პრინციპის დარღვევაა, ხოლო მისი დამფინანსებელი დონორების მხრიდან - სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" დონორები არიან შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA), აშშ-ის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი (NED) და აშშ-ის განვითრების სააგენტო (USAID)" , - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.