ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრი პაატა სალია იქნება

ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრი პაატა სალია იქნება

ქართული ოცნების პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს. მან ეს ბრიფინგზე საკადრო ცვლილებების გამოცხადებისას თქვა.
"საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია. განსაკუთრებული წარდგენა არც მას ჭირდება. ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში"- თქვა კობახიძემ.
დღეს მან საკადრო ცვლილებები დაანონსა. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი დაინიშნება, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი კი ახლად ჩამოყალიბებული ე.წ რეგიონული განვითარების სამინისტროს მინისტრი იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.