ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,ქართული ოცნების“ ისნის რაიონის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ისნის რაიონის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის დეპარტამენტის „სისხლის ბანკი და კლინიკური ტრანსფუზიოლოგია“ თანამონაწილეობით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი ნათია მოდებაძე ესწრებოდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დონაციის აქციის მიზანი სისხლის პროდუქტების მარაგის შექმნაში წვლილის შეტანა და აღნიშნული აქტივობის წახალისებაა. მათივე ცნობით, ღონისძიებაში „ქართული ოცნების” ისნის რაიონის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ამავე რაიონის მცხოვრები 50 დონორი მონაწილეობდნენ.
„ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა და ხშირად ეს პრობლემაა იმიტომ, რომ სისხლის ბანკებსა და საავადმყოფოებს სისხლის საკმარისი რაოდენობა არ აქვთ. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის დონაცია. ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს არ არის რთული პროცედურა, ხოლო საჭიროების მქონე პაციენტისთვის ჩვენ მიერ გაცემული სისხლი შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს“, - განაცხადა ნათია მოდებაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.