ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი და რეგიონული მდივნები იმერეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ქუთაისში, იმერეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ხვალ, 31 მარტს, 13:00 საათზეა დაგეგმილი.
მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.