ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სულხან თამაზაშვილთან ერთად „ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სულხან თამაზაშვილთან ერთად „ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სულხან თამაზაშვილთან ერთად „ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, საზოგადოებრივი გაერთიანების – „ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი და წინასაარჩევნო გარემო რეგიონში. აღინიშნა, რომ ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ბათუმელის ინიციატივის მოსმენა და გაზიარება.
მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად იქნება მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე.
„ბათუმელთა დარბაზს“ ბათუმის საპატიო მოქალაქე, დიპლომატი, ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე ვალერიან მოქერია ხელმძღვანელობს. გაერთიანების წევრები გამორჩეული ბათუმელები არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.