ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი - ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის პოლიტიკური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა

ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის პოლიტიკური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა,- ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა განაცხადა, რომელიც თეთრიწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ის თეთრიწყაროს რაიონის სოფლების: კოდის, მუხათის, დევნილთა და ფაბრიკის დასახლებების მოქალაქეებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ასევე შეაჯამა სოფლებში აქამდე განხორციელებული პროექტები. ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევების მნიშვნელობაზე.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი.
„ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით ომის შედეგები და ამიტომ ვირჩევთ მშვიდობას. ქალბატონი მადონა ოქროპირიძე გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებული. ამ ადამიანებთან საუბარმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის პოლიტიკური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. სწორედ ამიტომ მაქვს მათი მხარდაჭერის იმედი,“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, პარლამენტის წევრი - გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი წიკლაური და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გოჩა თედორაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.