ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ დელეგატი ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ხვდება

„ქართული ოცნების“ დელეგატი ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ხვდება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამჯერად, შეხვედრები გაიმართა ჩარგლის, ჟინვალის, ჭოპორტისა და ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოქალაქეებისთვის პრობლემური საკითხები მოისმინა.
„იცით, რომ უმნიშვნელოვანესი არჩევნები გველის წინ. რეალურად, ეს არის პრინციპული, გადამწყვეტი ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის და არა მხოლოდ საარჩევნო პოლიტიკური პროცესი“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
ადგილობრივებთან შეხვედრებს ასევე ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე ესწრებოდა.აა

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.