ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ დელეგატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ დელეგატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორ -პაპუნა მარგველიძესთან ერთად სოფელ ჩიხარეშის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და მათთან აქტიური კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ გუნდის უცვლელი პრიორიტეტია“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, რეგიონის კოორდინატორი - ქრისტინე კობახიძე და „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი - გიორგი გაზდელიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.