,,ქართული ოცნების” დამსახურებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა

,,ნაციონალურმა მოძრაობამ” – ომის და ღალატის პარტიამ 2008 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა საქართველოსთვის საზიანო, ევროსაბჭოს N 1633-ე რეზოლუციას, – წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მიხედვით, რომელსაც “ნაცმოძრაობამ” მხარი დაუჭირა, ქართულ ჯარს 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბობვა და კასეტური ბომბების გამოყენება ბრალდებოდა.
ბოჟაძის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, ამის მიუხედავად, ყველა საქმე მოიგო საერთაშორისო სასამართლოებში.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ” – ომის და ღალატის პარტიამ 2008 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა საქართველოსთვის საზიანო, ევროსაბჭოს N 1633-ე რეზოლუციას, რომელშიც ქართულ ჯარს 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბობვა და კასეტური ბომბების გამოყენება დააბრალა! ,,ქართული ოცნების” დამსახურებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.” – წერს ბოჟაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა